კულინარია

ქათამი კარტოფილის ცომში

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.09, 2022 წელი

ქათამი კარტოფილის ცომში
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ქათამი კარტოფილის ცომში.

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი:

🔸 2 ნა­ჭ­ე­რი ქა­თ­მ­ის მკე­რ­დ­ის ფი­ლე

🔸 6 ცა­ლი კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი

🔸 1 კვე­რ­ც­ხი

🔸 2 სუ­ფ­რ­ის კო­ვ­ზი ფქვი­ლი

🔸 100 გრა­მი მა­გ­ა­რი გა­ხ­ე­ხ­ი­ლი ყვე­ლი

🔸 1 კო­ნა ოხ­რ­ა­ხ­უ­ში

🔸 მა­რ­ი­ლი და პი­ლ­პ­ი­ლი – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით, ზეთი.

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი 👩‍🍳

და­ჭ­ე­რ­ით მწვა­ნ­ი­ლი და შე­უ­რ­ი­ეთ გა­ხ­ე­ხ­ილ ყველს. ქა­თ­მ­ის მკე­რ­დი და­ჭ­ე­რ­ით თხელ ნა­ჭ­რ­ე­ბ­ად. და­ა­ყ­ა­რ­ეთ მა­რ­ი­ლი და პი­ლ­პ­ი­ლი და შე­წ­ვ­ით ტა­ფ­ა­ზე, ცო­ტა ზე­თ­ში, ორ­ი­ვე მხრი­დ­ან. კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი გა­ფ­ც­ქ­ვ­ე­ნ­ით, გა­ხ­ე­ხ­ეთ მსხვილ სა­ხ­ე­ხ­ზე, კა­რ­გ­ად გა­წ­უ­რ­ეთ და და­უ­მ­ა­ტ­ეთ კვე­რ­ც­ხი, ფქვი­ლი, მა­რ­ი­ლი და აუ­რ­ი­ეთ. გა­ხ­უ­რ­ე­ბ­ულ ტა­ფ­ას და­ა­ს­ხ­ით იმ­დ­ე­ნი მცე­ნ­ა­რ­ე­უ­ლი ზე­თი, რომ ძი­რი და­უ­ფ­ა­რ­ოს. გა­ა­ნ­ა­წ­ი­ლ­ეთ ზედ გა­ხ­ე­ხ­ი­ლი კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი და კა­რ­გ­ად და­ტ­კ­ე­პ­ნ­ეთ – კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლ­ის ბლი­ნი უნ­და მი­ი­ღ­ოთ. რო­დ­ე­ს­აც ბლი­ნი ერ­თი მხრი­დ­ან მზად იქ­ნ­ე­ბა (და­ა­ხ­ლ­ო­ე­ბ­ით 2-3 წუ­თ­ში), გა­დ­მ­ო­ა­ბ­რ­უ­ნ­ეთ და მა­ს­ზე ერთ მხა­რ­ეს და­ა­ლ­ა­გ­ეთ ქა­თ­მ­ის ნა­ჭ­რ­ე­ბი. ას­ე­ვე, და­ა­ყ­ა­რ­ეთ გა­ხ­ე­ხ­ი­ლი მწვა­ნ­ი­ლ­ი­ა­ნი ყვე­ლი და 2-3 წუ­თ­ის შე­მ­დ­ეგ, რო­დ­ე­ს­აც ბლი­ნ­ის მე­ო­რე მხა­რ­ეც შე­ი­წ­ვ­ე­ბა და ყვე­ლი დნო­ბ­ას და­ი­წ­ყ­ე­ბს, ხორცს ბლი­ნ­ის თა­ვ­ი­ს­უ­ფ­ა­ლი მხა­რე გა­დ­მ­ო­ა­ა­ფ­ა­რ­ეთ და ორ­ი­ვე მხრი­დ­ან შე­ბ­რ­ა­წ­ეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი