კულინარია

დაბრაწული ქათმის ხორცი კომშის გარნირით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.11, 2022 წელი

დაბრაწული ქათმის ხორცი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ დაბრაწული ქათმის ხორცი კომშის გარნირით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ქათამი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 10 ცალი შავი ქლიავის ჩირი

🔸 1 ჩაის კოვზი ზაფრანა

🔸 6 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 კილოგრამი კომში

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით კომში კანიანად და შეწვით მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთი. დაუმატეთ ზაფრანა და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან. ღრმა ტაფაზე შეწვით დაჭრილი ქათმის ნაჭრები, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და როცა ქათმის ხორცი წვენის გამოყოფას დაიწყებს, დაუმატეთ წყალში გარეული ტომატ-პასტა. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ დაუმატეთ კომში, ქლიავის ჩირი, მარილი და პილპილი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 30 წუთი.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი