იუმორი

ვისი გორისა ხარ...

№38

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.09

იუმორი
დაკოპირებულია

ტრისტან მახაური იხსენებდა: ქართული ლიტერატურის მუზეუმში მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენაა და ვახტანგ ჭელიძემ „ლიტერატურული საქართველოდან“ თამაზ ვასაძე და მე გაგვგზავნა რეპორტაჟისა თუ ჩანახატის მოსამზადებლად.

თვალიერებისას იზა ორჯონიკიძეც წამოგვადგა თავს და კაბინეტშიც მიგვიწვია.

მე თამაზ ვასაძე წარვუდგინე.

მისი გვარის გაგონებისას იზა აიმრიზა:

– ეს რა გვარი გქონია! ვასაძეები ხომ დასაბეზღებლად დარბოდნენ მთავრობაში?!

გავოგნდით, მაგრამ თამაზი მალევე მოეგო გონს:

– ვის გულისხმობთ, არ ვიცი, ქალბატონო იზა, მაგრამ თუ მართლა დარბოდნენ მთავრობაში ისეთი უკადრისი მიზნით, ვისთან დარბოდნენ, იმასაც ხომ ვერ შემახსენებდით?

იზა გაშრა და განზე გაიხედა. გაჩუმება არა სჩვევია, მაგრამ ამჯერად როგორღა გინდა, მარჯვე პასუხი რაიმე მახვილი სიტყვით მოჭრა სრულიად განიარაღებულმა.

ისე, ორჯონიკიძე რომ ხარ, გვარების გაქიაქებას კი უნდა მოერიდო.

გამობრუნებულნი ღიმილით რომ ვიმეორებდი თამაზის პასუხს, დავძენდი: მურმან ლებანიძის თემაა ეს ეპიზოდი, რომ შესწრებოდა, იუმორესკად აქცევდა-მეთქი.

ეტყობა, ეს ფრაზა გონებაში ჩარჩა და მეორე დღეს თამაზმა მომიტანა პაროდია მურმანის სტილში, შავი მონახაზი, რომელსაც ალაგ-ალაგ ხელი გავკარი და საბოლოოდ ლექსი ასეთ სახეს მიიღებს:

თამაზისათვის უთქვამს

ორჯონიკიძე იზას:

„ეს რა გვარი გაქვს, ბიჭო,

ვასაძეთ ცოდვებს ვინ ზღავს?!“

უპასუხია თამაზს,

გაჩუმდებოდა რისად:

ვისთან დარბოდნენ მერე

ვასაძეები, იზა?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა