წვერის მონეტები
ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ
ევროპიდან დაბრუნებულმა პეტრე დიდმა რუსეთის მოდერნიზაცია გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება ბოიარებისთვის წვერის ტარების აკრძალვის შესახებ.
მათ, ვისაც წვერის შენარჩუნება სურდათ, ყოველწლიური სავალდებულო გადასახადი უნდა გადაეხადათ. გადასახადის გადახდის დასადასტურებლად სახელმწიფო ზარაფხანამ სპეციალური სპილენძისა და ვერცხლის ჟეტონები — „წვერის მონეტები“ (ბîðîჰîâîé çíჭê) გამოუშვა. ეს არის ნუმიზმატიკის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა, როდესაც მონეტას არ ჰქონდა ნომინალი, არამედ იყო ოფიციალური იურიდიული ქვითარი, რომელსაც ადამიანი ტანსაცმელზე იკიდებდა, რათა პოლიციას ის არ დაეპატიმრებინა. მონეტაზე გამოსახული იყო ცხვირი, ტუჩები და წვერი, წარწერით: „ევნდთ გÇწრშ“ (ფული აღებულია) 1705 წლიდან მონეტის კიდეზე (გურტზე) დაამატეს წარწერა: „ბÎპÎეა ლთქნწწ ოÎქლთნა გÇწრა“ (წვერი ზედმეტია, ბაჟი აღებულია). საარქივო დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ მონეტის გარეშე წვეროსან კაცს ქალაქის ჭიშკარში არ უშვებდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




