იუმორი

ჯვარწერილები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ლევან წულაძე
დაკოპირებულია

ჭოლა (ლევან წულაძე) იხსენებს:

იერუსალიმში ვთამაშობდით სპექტაკლს ჰოლოკოსტზე. ბოლო სცენაში დახოცილები ყრიან. გურანდა გაბუნია გამოდის, ბავშვი აჰყავს და მიდის. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს გურანდამ თოჯინა ვერ აღმოაჩინა სცენაზე, ამიტომ მკვდრებს პირჯვარი გადასწერა. კულისებიდან ვუყვირი, რომ ებრაელები პირჯვარს არ იწერენ. მან თავად გადაიწერა პირჯვარი. ამაზე დარბაზმა რეაქცია გამოხატა. გურანდამ ამოიოხრა და ახლა დარბაზს გადაწერა პირჯვარი. სპექტაკლის მერე მასთან მივედი და ვუთხარი: იოანე ნათლისმცემლის მერე ებრაელებისთვის პირჯვარი არავის გადაუწერია-მეთქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი