იუმორი
ანეკდოტები
№40
ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ
ორი გურული თოხნის ყანას. ყანის თავზე დაფრინავს რაცხა დაფახფახებული „კუკურუზნიკი“. უცებ ნამეტანი ფინთად დეიწყო რახრახი. გურულებმა მეიჩრდილეს, ახედეს და რას ხედავენ: წამევიდა აი „კუკურუზნიკი“ შურდულივით და ყანის ბოლოს კუკურიეს ნალიას დეეცა. ავარდა ფუტი.
– ა, ძამა, რაფერ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, ტერაქტებსაც იმფერს გვიწყობენო, – ჩეილაპარაკა ერთ-ერთმა გურულმა.
* * *
90-იანი წლებია და გურიაში ერთ-ერთ მაღაზიაში შედის კლიენტი.
გამყიდველი: გისმენ, ძამა.
კლიენტი: რამე იმფერი მომე, ძამა, თაგვს რომ არ ჰქონდეს ზედ გადანარბენი.
გამყიდველი: მაგფერი, ძამა, აგერ კატა მყავს და წეიყვანე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




