იუმორი

„ტოშიბა“ ხელში

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.11, 2021 წელი

ბიძინა კვერნაძე
დაკოპირებულია

კვერნაძეებს სახლში მაგნიტოფონი არ ჰქონდათ. ბიძინა გერმანიაში მიემგზავრებოდა მივლინებით. ნუგეშამ (ნესტანი) დააბარა, არაფერი გვინდა, ოღონდ კარგი მაგნიტოფონი ჩამოგვიტანეო. ბიძინამ დანაბარები შეასრულა და სათუთად დაზოგილი დღიური ფულით „ტოშიბას” ფირმის მაგნიტოფონი ჩამოუტანა ოჯახს. დილით ნუგეშას ქალიშვილმა მიმართა:

- დედა, ხომ იცი, სკოლაში ხარ დაბარებული და ლამაზად ჩაცმული მოდიო. - აბა, როგორ ჩავიცვა ლამაზად, როცა მამაშენმა არაფერი ჩამომიტანა გერმანიიდან? - გაიკვირვა ნუგეშამ. - დაიჭირე ხელში „ტოშიბა” და ისე წადი! - ურჩია ნახევრად გაღვიძებულმა ბიძინამ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი