იუმორი
სუფრა სამ პერსონაზე
№41
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.10, 2024 წელი
ზურაბ ხიზანიშვილი ყვება:
„გლაზგოს „რეინჯერსში“ რომ ვთამაშობდი, „რეინჯერსის“ ერთმა ფანმა თავის სახლში, ვახშამზე დამპატიჟა. ვიცოდი, რომ ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავდა. შევედი და სასადილო ოთახში სუფრა სამ პერსონაზეა გაშლილი. სამზარეულოდან კი ჭურჭლის ხმა ისმის... თურმე, იმ კაცის ცოლი და ვაჟი „სელტიკის“ გულშემატკივრები იყვნენ და ჩვენთან ერთ სუფრასთან არ დასხდნენ“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან