იუმორი

დაც გყავს, ძამიკო?!

№38

ავტორი: „თბილისელები“ 53 წუთის წინ

გალაკტიონი
დაკოპირებულია

ის, რაც მწერალთა კავშირში მოხდა, დღესაც შეძრწუნებას იწვევს.

გალაკტიონი რამდენიმე ბახუსისმოყვარულ, რიგით მწერალთან ერთად სხდომაზე დაიბარეს – ლოთობით საბჭოთა მწერლის სპეტაკ სახელს არცხვენთო.

ვერ მოითმინა ეს სიტყვები გალაკტიონმა და სხდომის თავმჯდომარეს – ირაკლი აბაშიძეს განწირული ხმით შეუძახა:

– მხეცო! მხეცო! ვის უბედავ მაგას!

ირაკლის ხმა არ გაუღია.

მხოლოდ გრიშაშვილს უთქვამს შეშფოთებით:

– ამათთან ერთად დაბარება გალაკტიონს როგორ აკადრეთო.

ამ ამბავს, როგორც ყვებიან, ნაკლებად შემაძრწუნებელი, თავშესაქცევი გაგრძელება აქვს.

გაბრაზებული გალაკტიონი დამთვრალა და ირაკლისთვის დაურეკავს.

ახლობელი და ნათესავი არ დაუტოვა თურმე, რომ არ ეგინებინა.

რას იზამდა მწერალთა კავშირის მრავალნაცადი თავმჯდომარე, გინებაში ხომ არ აჰყვებოდა მთვრალ პოეტს?!

მხოლოდ მონოტონურად იმეორებდა: მდა, მდა, მდა...

– აა, დაც გყავს, ძამიკო?! – მოუნაცვლა გალაკტიონმა და ახლა ამ მიმართულებით გააგრძელა მოსაუბრის „შემკობა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი