იუმორი
ღმერთად შერაცხილი ცხენი
№38
ავტორი: „თბილისელები“ 49 წუთის წინ
ესპანელმა კონკისტადორმა, ერნან კორტესმა მაიას ტომელებს თავისი დაჭრილი ცხენი დაუტოვა – მოუარეთ, სანამ დავბრუნდებიო.
ინდიელებს ცხენი მანამდე არ ენახათ, ის ღმერთად მიიჩნიეს, ტაძარში დააბინავეს და პატივისცემის ნიშნად, ხორცითა და ყვავილებით კვებავდნენ. ბალახის მჭამელი ცხენი ამ „სამეფო“ მენიუს გამო მალევე მოკვდა. შეშინებულმა ინდიელებმა, სასჯელის შიშით, ცხენის ქვის ქანდაკება გააკეთეს და მას სცემდნენ თაყვანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




