იუმორი
სულის მიმყვანი მამალი
№39
ავტორი: „თბილისელები“ 47 წუთის წინ
ლევან ხაბეიშვილი იხსენებს:
სვანმა მეგობარმა მომიყვა, სვანური ტრადიციით, ადამიანის სახლის გარეთ, გარდაცვალების შემდეგ ოჯახში სულის მიყვანის ცერემონიალს ატარებენ: სადაც ადამიანი გარდაიცვლება, იქ მამალი მიყავთ. ალაგებენ საჭმელს და მამალი შეჭამს იმას, რაც მიცვალებულს უყვარდა, შემდგომ კი ფეხზე ძაფგამობმული მამალი სახლში ბრუნდება და სულიც მიჰყავს. ერთი 86 წლის ბაბუა ეზოდან 300 მეტრის მოშორებით ინფარქტით გარდაცვლილა. ჩაატარეს რიტუალი. მამალმა მიცვალებულის საყვარელი საკვები მიირთვა და სახლისკენ წავიდა. ეზოსთან კი შედგა, გააქნია-გამოაქნია თავი და მეზობელი ქალის ეზოში შევარდა... მისი 70 წლის ქვრივი კი, თურმე, ტირის: მკვდარი მაინც მოდი სახლშიო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





