იუმორი
კბილჩამტვრეული მამა
№39
ავტორი: „თბილისელები“ 41 წუთის წინ
პაატა გულიაშვილი იხსენებს:
მამამ მამიდასთან წამიყვანა სტუმრად. ცოტა გადაჰკრა. მამიდამ ნიგოზი გაურჩია და წამოსვლისას „ბარდაჩოკში“ ჩაუყარა. მოვდივარ მანქანით. მამა გამომიშვერს მარჯვენას, ჩავუდებ ნიგოზს, შეჭამს და ისევ გამომიშვერს. „ბარდაჩოკში“ დიდი „ბოლტი“ ოდო, ავიღე და ხელში ჩავუდე. მამამ კი პირში გააქანა და წინა კბილი მოიტეხა... მთელი ცხოვრება არ სჯეროდა, რომ ეს ძალით არ მიქნია - მეგონა, „ბოლტის“ სიმძიმით მიხვდებოდა და დამტუქსავდა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




