იუმორი

სპეციალური მეთოდი

№41

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

სამმა მათემატიკოსმა და სამმა ფიზიკოსმა გადაწყვიტეს, კონფერენციაზე ელექტრომატარებლით ერთად გამგზავრებულიყვნენ და სადგურზე, სალაროებთან შეხვდნენ ერთმანეთს. ფიზიკოსებმა შეიძინეს 3 ბილეთი, თითო ბილეთი – თითოეულს. მათემატიკოსებმა შეიძინეს ერთი ბილეთი სამივესთვის.

– რას აპირებთ?! – გაოცებული ეკითხებიან ფიზიკოსები, – მატარებელში ხომ კონტროლიორები არიან და ორ თქვენგანს მატარებლიდან ჩასვამენ?

– ნუ ღელავთ, – უპასუხეს მათემატიკოსებმა, – ჩვენ სპეციალური მეთოდი გვაქვს.

ჩასხდნენ მატარებელში, ფიზიკოსები აკვირდებიან მათემატიკოსების მოქმედებას, ხოლო ეს უკანასკნელნი ტუალეტში ჩაიკეტნენ. როცა კონტროლიორებმა ყველას შეუმოწმეს ბილეთები, ტუალეტის კარზეც დააკაკუნეს, საიდანაც ოდნავ გაღებული კარიდან გამოწვდილი ხელით ბილეთი მიაწოდეს, კონტროლიორმა შეამოწმა ბილეთი და სხვა ვაგონში წავიდა. ამის შემდეგ მათემატიკოსები გამოვიდნენ და მშვიდად განაგრძეს გზა დანიშნულების ადგილამდე.

უკან დაბრუნებისას ისევ ერთად შეხვდნენ სადგურის სალაროებთან ერთმანეთს. მათემატიკოსთა მეთოდით აღტაცებულმა ფიზიკოსებმა ერთი ბილეთი შეიძინეს. მათემატიკოსებმა საერთოდ არ შეიძინეს არცერთი ბილეთი.

– ეს როგორ? თქვენ ხომ ჩაგსვამენ მატარებლიდან? – გაუკვირდათ ფიზიკოსებს.

– ნუ ღელავთ, ჩვენ გვაქვს მეთოდი?

– უპასუხეს მათემატიკოსებმა.

ჩასხდნენ მატარებელში. კონტროლიორის ჩამოვლის დრო რომ დადგა, მათემატიკოსები ერთ ტუალეტში ჩაიკეტნენ, ფიზიკოსები კი – ვაგონის მეორე ბოლოში, სხვა ტუალეტში. ამ დროს ერთ-ერთი მათემატიკოსი გამოდის ტუალეტიდან და ფიზიკოსებს კარზე უკაკუნებს. ერთ-ერთი ოდნავ გაღებული კარიდან ბილეთს აწვდის „კონტროლიორს“. მათემატიკოსი იღებს ბილეთს და მიემართება თავის კოლეგებისკენ სხვა ტუალეტში.

რევაზ ტომარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა