იუმორი

მინიპოემა ირაკლი აბაშიძეს

№28

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ეს ირაკლი, ვირეშმაკა,

ნეტავი რამ გააშმაგა,

ორს ერთმანეთს უსისინებს

და იძახის – დაკა-დაკა!

ბოლოს თვითვე დაელია,

რითმის სიმხნე და ბარაქა

(და ზღაპარიც აქ თავდება:

ჭირი იქა, ლხინი აქა!).

რედაქტორობიდან მოხსნეს,

მიუჩინეს ვირის ბაგა.

რედაქტორად როცა იყო,

არვინ დაალაპარაკა,

უნიჭოთა მთელი ხროვა

გარე შემოიბანაკა.

საქმე სადღაც გადისროლა,

ენა მოიამხანაგა.

მთავრობაში რომ მივიდა,

ვეღარ იჩინიტემლაკა.

გამოელია ლექსები,

ვეღარ შემოიმარაგა.

შემოეხვიენ ქალები:

ქეთო, თამარი და მაკა,

გრიშაშვილმა ჩაუმღერა

თავისი ესტუმ და ბაკაკა.

კაჭახიძე გააშელლა,

ლადო გააზულოაგა,

ზოგი გააილიავა,

ზოგი კი გაააკაკა.

ვინ იტყვის, რომ პოეტია,

ჟანდარმია წითელფრაკა.

გალაკტიონი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი