იუმორი

გერმანელი სახინკლეში

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.07

ირაკლი კაკაბაძე
დაკოპირებულია

ირაკლი კაკაბაძე გვიამბობს:

მე და ჩემი ბიძაშვილი ლადო ბურდულსა და მის გერმანელ პროდიუსერს დავხვდით აეროპორტში. სასტუმროში რომ დავაბინავეთ, იქვე, თავისუფლების მოედანზე, სახინკლეში დავპატიჟეთ. დავსხედით, ლუდს ვსვამთ; გერმანელი პირველად არის საქართველოში და ყველაფერს აკვირდება. სახინკლეში შემოვიდა ნასვამი კაცი. დაიძახა: ნათელა, ერთი ლუდიო და დავარდა. ნათელა სახინკლეში მუშაობდა და ამ კაცის მეუღლე იყო. არ მოუტანა თავის ქმარს ლუდი, თან რცხვენია და ცდილობს, ჩაფარცხოს უხერხულობა. ეს კაცი კი ყოველ ათ წუთში დგება, ნათელა, ერთი ლუდიო, – ეძახის და ისევ ვარდება. მეხუთედ თუ მეექვსედ წამოდგა ის კაცი და დაიძახა, – ნათელა... ამ დროს ჩვენი სტუმარი გერმანელი წამოდგა და დაამატა: ერთი ლუდიო. კაცი სულ რაღაც ნახევარი საათის ჩამოსული იყო საქართველოში და დაამუღამა სიტუაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი