იუმორი

ქვედაბოლო ჯიბეში

№28

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.07

ნინო ჩხეიძე
დაკოპირებულია

ნინო ჩხეიძე ყვება:

სტუდენტობის პერიოდში ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან. რომ ვხედავდი, ვერც ვმეტყველებდი, ვერც ვმოძრაობდი... იმასაც ეტყობოდა, რომ მოვწონდი. მანქანა მყავს და იმ პერიოდში ძალიან იშვიათობა იყო, რომ სტუდენტს მანქანა ჰყოლოდა. ერთხელაც ისე მოხდა, რომ შემხვდა, მოვიდა და მოვახერხე, ვკითხე, სად მიდიხარ, წაგიყვან-მეთქი. სადღაც თავისუფლების მოედანზეო, მიპასუხა. დამელოდე, ახლავე მოვალ-მეთქი. შევედი კაფეში და ცოტა მოვწესრიგდი. გამოვდივარ და ეს ბიჭი გაოცებული მიყურებს. ვფიქრობ, რა მოვწესრიგდი ასეთი, რომ ბიჭი დავაბნიე-მეთქი. მივდივარ, თავს ვიწონებ და უცებ ფეხს ვეღარ ვაბიჯებ... ჩემს თავს ვეუბნები: „მიდი, მოინდომე, გადადგი ფეხი!“ არ გამომდის, დავიხედე და... თურმე, ქვედაბოლო ჩამძვრა... კიდევ კარგი, კოლგოტკა და გრძელი პალტო მეცვა. რა უნდა მექნა? გადავაბიჯე ფეხი ქვედაბოლოს, ავიღე, დავკეცე და ჩავიდე ჯიბეში. ჩავჯექი მანქანაში და ეს ბიჭი მიყურებს. და მე: რა ხდება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი