იუმორი

სერენადა

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.08

კოტე მჟავია
დაკოპირებულია

კოტე მჟავია იხსენებს:

მაგნეტიტში ვისვენებდი. ერთ დღეს პლაჟზე ოთხი მშვენიერი გოგონა შევნიშნე. მისვლა ვერ გავბედე, მაგრამ უკან გავყევი. ვნახე, რომელ კოტეჯში ცხოვრობდნენ და წამოვედი. იმ საღამოს ძმაკაცებთან ერთად კარგად მოვილხინე. ღამის სამ საათზე კი გიტარა ავიღე, მეგობართან ერთად იმ გოგონების კოტეჯთან მივედი და სიმღერები დავიწყე. ჩემი მეგობარი მალევე წავიდა და კონცერტი მარტომ გავაგრძელე. სადღაც ხუთის ნახევარზე კოტეჯიდან ხალათიანი მამაკაცი გადმოდგა. ვიფიქრე, შარს ვერ ავცდები-მეთქი. იმან კი – მეგობარო!.. გისმენ, ძამია-მეთქი, მომეშვა გულზე. შენ რომ გოგონებს უმღერი, გუშინ წავიდნენ თბილისში. ოჯახთან ერთად ვარ ჩამოსული და დაგვაძინეო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი