იუმორი

გამოუცდელი სტუდენტი

№33

ავტორი: „თბილისელები“ 53 წუთის წინ

გიგი გილიგაშვილი
დაკოპირებულია

გიგი გილიგაშვილი იხსენებს: თბილისში 1999 წელს ჩამოვედი უნივერსიტში სასწავლებლად. მამამ კოსტავას ქუჩით ჩამიყვანა და ვარაზის ხევით ამიყვანა. აი, უნივერიტეტიო, მითხრა. იქ დამტოვა და წავიდა. მთელი პირველი სემესტრი ასე ვიარე რუსთაველის მეტრომდე. ის კი არადა, მეოთხე კურსამდე, ოპერასთან რომ გავივლიდი, პირჯვარს ვიწერდი, რადგან ოპერა ეკლესია მეგონა. მეორე სემესტრიდან ჩემი სოფლელი შემომიერთდა და ერთად დავდიოდით ჩემი მარშრუტით. სულ გვიკვირდა, ლექციების მერე მთელი სტუდენტობა მელიქიშვილის ქუჩით სად მიდისო.

ერთი ულამაზესი ჯგუფელი გოგონა მყავდა. ერთხელ მთხოვა, სახლში გამაცილეო. უარი ვერ ვუთხარი და წავყევი. მელიქიშვილის ქუჩას დაადგა და ვიფიქრე, არ დავიკარგო-მეთქი. ხუთ წუთში ფილარმონიასთან მივედით, შენობა მეცნო, ხელი ხელს შემოვარტყი. იმ გოგონამ კი – რა იყოო, მკითხა. ასე „გამოსირებული“ როგორ ვყავარ მამაჩემს, რომ ასეთი გრძელი გზით დავდიოდი-მეთქი, – ვუთხარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი