იუმორი

ენამოსწრებული პატარძალი

№32

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.08

გოგი გეგეჭკორი
დაკოპირებულია

გოგი გეგეჭკორმა და ნათელა ურუშაძემ 1953 წლის მარტში იქორწინეს. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ხელი მოაწერეს მმაჩის ბიუროში, ქორწილი კი აღარ გადაუხდიათ. არ გასულა რამდენიმე დღე და თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მისულა. იმ დროს ნათელა ურუშაძე უკვე ინსტიტუტში მუშაობდა, პრორექტორი კი აკაკი ფაღავა გახლდათ.

ბატონმა აკაკიმ წინ დაუდო ნათელას წერილი, სადაც ერთი „ძალიან აღშფოთებული” ადამიანი წერდა შემდეგს: სამარცხვინო რამ ხდება თქვენს სასწავლებელში. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა გლოვობს დიდი ბელადის გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო. ფრიად შეწუხებულმა პრორექტორმა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა სტალინის გულშემატკივრისთვის. ნათელამ კი უცებ იპოვა გამოსავალი: მისწერეთ ამ ადამიანს, გლოვის დღეებში თუკი მუშაობდა მმაჩის ბიურო, ჩანს, იქ ხელის მოწერაც შეიძლებოდაო... მოკლედ, მშვიდად ჩაიარა მათმა ხელმოწერამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი