დანაშაულის გამოსასყიდი
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
ნიკოლოზ დერიუგინი ყვება: მოსკოვის „ცედეკას“ ვეთამაშებოდით. ლევან მოსეშვილმა მითხრა:
– არ მინდა შენი 30-40 ქულა, ტკაჩენკო გააგდებინეო.
2 და 20 იყო სიმაღლეში, თანაც ისეთი ძლიერი, რომ ახლოს ვერ მიეკარებოდი. ყველაფერთან ერთად, ოლიმპიადა ახლოვდებოდა და შესანიშნავ ფორმაში იყო. თამაშის მსვლელობისას კი ლევანი მიყვიროდა, გააგდებინე ტკაჩენკოო.
პირველი ტაიმის მერე მას მხოლოდ ორი ჯარიმა ჰქონდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ვფიქრობ, რა ვქნა. ერთ მომენტში მე, ტკაჩენკო და მსაჯი ერთ ხაზზე აღმოვჩნდით. ტკაჩენკო ჩემგან ზურგით იდგა და უკანალზე ვუჩქმიტე. მან ინსტინქტურად ხელი მოიქნია და ყბაში გამარყა. მე კი იმაზე ძლიერად გავგორდი პარკეტზე, ვიდრე მომხვდა. მსაჯი მიხვდა, რომ რაღაც დავაშავე და ორივე გაგვაგდო. ის თამაში ჩვენ მოვიგეთ. მე კი ტკაჩენკოს სპორტის სასახლის გასასვლელთან დავხვდი და რესტორან „აჭარაში“ ვიქეიფეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




