იუმორი

საუკეთესო თამაში

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.11

ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაკოპირებულია

ნიკა ცქიტიშვილი გვიამბობს:

„ამერიკაში ახალი ჩასული ვარ და იქაური წესების აზრზე არ ვარ. ჩემი მანქანით აეროპორტში მივდივარ, რომ გუნდთან ერთად თამაშზე გავფრინდე. გამაჩერა პოლიციელმა და გადმოსვლას მთხოვს, თან ხელბორკილები უჭირავს, რომ დამადოს. თურმე, ჩემი მანქანის ნომრებს ვადა გასვლია. გადმოდი-არ გადმოვალში დრო გადის. არადა დაგვიანებისთვის 5 ათასი დოლარია ჯარიმა, თან, არ მინდა, რომ კარიერის დასაწყისშივე რეპუტაცია გავიფუჭო. მოკლედ, გადავედი და პოლიციელმა ამსიმაღლე კაცი რომ დამინახა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დასახმარებლად 2 მანქანა გამოიძახა. ხელბორკილები დამადეს და განყოფილებაში წამიყვანეს, თან ძვირად ღირებული მანქანაც იმ უბანში, ავრორაში, დამიტოვეს, სადაც მთელს არავინ დაგახვედრებდა. განყოფილებაში კი კრიმინალების, საკანში გამამწესეს და დავუახლოვდი მათ, რომლებმაც მიცნეს, რაზეც ბევრი იცინეს. ერთი სიტყვით, 6 საათის შემდეგ გუნდმა გამომისყიდა და გამომიშვეს. გუნდი დაფრენილი დამხვდა, ხუთიათას დოლარიანი ჯარიმა – გამოწერილი, მანქანა კი – გაძარცული. მე მეორე დღეს ჩავფრინდი თამაშზე, თან, კობი ბრაიანტი უნდა დამეჭირა და არ მეგონა, თუ მათამაშებდნენ, მაგრამ პირიქით, გამამხნევეს და მათამაშეს. 17 ქულა მოვაგროვე და ეს იყო ჩემი საუკეთესო თამაში“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი