ვინ და სად შეიძლება, დაავადდეს სტენდალის სინდრომით
ავტორი: „თბილისელები“ 43 წუთის წინ
ფრანგმა მწერალმა, სტენდალმა 1817 წელს ფლორენციაში ვიზიტის შემდეგ დაწერა: „როდესაც წმიდა ჯვრის ეკლესიიდან გამოვდიოდი, გული ამიძგერდა. მომეჩვენა, რომ სიცოცხლის წყარო დამეშრიტა. მე მივდიოდი და მეშინოდა, რომ მიწას დავეხეთქებოდი...“ მწერლის აღელვება ხელოვნების შედევრებით შეიძლება, სხვა ადამიანებსაც დაემართოთ, რაც გულისცემის გახშირებითა და თავბრუსხვევით გამოიხატება – ასეთ ფსიქომატიკურ აშლილობას სტენდალის სინდრომი ეწოდება.
სტენდალის სინდრომი (ფლორენციული სინდრომი) წარმოიქმნება სილამაზის სიჭარბით. ამით ავადდებიან ემოციურად ძალიან მგრძნობიარე ადამიანები, ტურისტები ცაიტნოტში და ხელოვნების დამფასებელნი. ყველაზე ხშირად ეს ხდება ფლორენციაში (იტალია), უფიცის გალერეის, ეკლესიებისა და მუზეუმების დათვალიერების დროს. ამ სინდრომის შეყრისას ადამიანი სურათების განჭვრეტით ისეთ, უაღრესად გამწვავებულ ემოციებს განიცდის, თითქოს იმ გამოსახულების გარემოში გადადის. ხშირად განცდები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები, ხელოვნების ნიმუშის განადგურებას ცდილობენ. შედარებით ფართო გაგებით, სტენდალის სინდრომი შესაძლოა, ნებისმიერი სილამაზის, მაგალითად, ბუნების ან ქალის ჭვრეტამ გამოიწვიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





