იუმორი

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.05, 2021 წელი

გია მურღულიას ხუმრობები
დაკოპირებულია

ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის...

იმიტომ, რომ:

1. შეიძლება არ მოეწონოს - ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;

2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ - და არაერთხელ;

3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;

4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია; ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს - ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;

5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება - ეს აბსოლუტური იარაღია;

6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები - ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;

7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში - მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;

8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი - ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;

9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;

10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? - სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: „აქ ცხოვრობს სულელი”.

გია მურღულია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი