იუმორი

პასუხი სიკეთისთვის

№42

ავტორი: „თბილისელები“ 13:40 25.10

იუმორი
დაკოპირებულია

ერთხელ მეყვავილე მივიდა დალაქთან თმის შესაკრეჭად. როდესაც მომსახურების თანხის გადახდა დააპირა, დალაქმა უთხრა: „მე არ შემიძლია ავიღო ფული. ამ კვირაში მინდა, უსასყიდლოდ ვაკეთო სიკეთე“. მეყვავილემ მადლობა გადაუხადა და წავიდა. მეორე დილით, როცა დალაქი სამსახურში მივიდა, კარების წინ დახვდა სამადლობელი წერილი და ოცი ცალი ვარდი. შემდეგ თმის შესაკრეჭად მივიდა მცხობელი, მაგრამ მანაც, როცა გადახდა დააპირა დალაქმა უთხრა: „მე არ შემიძლია ფულის აღება. ამ კვირაში მინდა, უსასყიდლოდ ვაკეთო სიკეთე“. მცხობელი კმაყოფილი წავიდა. მეორე დილით დალაქს სამსახურის კარებთან დახვდა სამადლობელი წერილი და 20 ცალი ორცხობილა.

მესამე დღეს სენატორი მივიდა თმის შესაკრეჭად. როცა თანხის გადახდას აპირებდა, დალაქმა მასაც იგივე უთხრა: „ფულს ვერ ავიღებ, ამ კვირაში მინდა, უსასყიდლოდ ვაკეთო სიკეთე“. სენატორს გაუხარდა და წავიდა.

შემდეგ დღეს, როცა დალაქი მივიდა სამსახურში, მას კარებთან ელოდებოდნენ 12 სენატორი, 10 დეპუტატი, 15 მრჩეველი, მერი და რამდენიმე მინისტრი, მერის ცოლი და მისი 6 შვილი — და ყველანი უფასო მომსახურების მისაღებად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა