იუმორი

ნერონის სიგიჟეები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.05

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

დიდ პონტიფიკოსს მთელი რიგი უცნაურობები ახასიათებდა, მაგალითად, სამი მეუღლის გარდა, მას ჰყავდა ასევე, ერთი მამრობითი სქესის „ცოლი“ და ერთი კანონიერი „ქმარი“. სვეტონიუსი გვამცნობს, რომ ნერონი ახალგაზრდა კაც - სპორუსზე დაქორწინდა, რომელიც მანამდე საჭურისად აქცია. იმპერატორი მასზე ყველა წესის დაცვით დაქორწინდა, საკუთარ სასახლეში დიდი პომპეზურობით მიიყვანა და როგორც ცოლთან ისე ცხოვრობდა.

მოგვიანებით, რომაელი იმპერატორი კიდევ უფრო შორს წავიდა და „პატარძლის“ როლიც მოირგო, აირჩია რა მეორე ნახევრად გათავისუფლებული დორიფოროსი. სვეტონიუსის თქმით, მათი ქორწილის ღამეს, იმპერატორი „გაუპატიურებული გოგონასავით ყვიროდა და წიოდა“, და მიუხედავად იმისა, რომ ნერონი მართლაც შეშლილი იყო, ის არ გახლდათ ერთადერთი იმპერატორი, რომელიც თავისი უცნაური მიდრეკილებების დემონსტრირებას ასე ნათლად ახდენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა