იუმორი

ბრძნული აზრები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.07

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

დე გოლი: იმისთვის, რომ გახდეს ბატონი, პოლიტიკოსი მოსამსახურის როლს თამაშობს.

სენეკა: სინდისს შეუძლია, აკრძალოს ის, რასაც კანონი არ კრძალავს.

პიუზო: მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი – უფრო ახლოს.

ვოვენარგი: შენ იხრჩობი იმ ხალხის გამო, ვინც წყალშიც კი არ შევა შენი გულისთვის.

ანა ფრანკი: თუ გინდა, ადამიანი გაიცნო, ერთხელ მაინც უნდა წაეჩხუბო, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ მის შეფასებას.

ვოლტერი: მეგობარი, რომელიც ერთი გაუგებრობის შემდეგ მტრად გექცევა, მთელი ამ ხნის განმავლობაშიც მტერი იყო.

ჩესტერფილდი: როცა შენი მოტყუება არ გამოუვათ, მერე იწყებენ იმაზე ლაპარაკს, თუ რა რთული და ცუდი ადამიანი ხარ.

ტოლსტოი: ის უნდა შეიყვარო, ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიღუპები.

სოკრატე: უფრთხილდი საკუთარ ფიქრებს. გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.

მამარდაშვილი: გაუსაძლისის გაძლებისგან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

ანტონ დიდი: ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი.

ნილოს სინელი: ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ადამიანის გულში, ამიტომ განკითხვის უფლება არ გვაქვს. სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა საკუთარ თავს დაუდგები მსაჯულად.

იოანე ოქროპირი: უსამართლობა არ გაგიკვირდეს, ის მართალ ადამიანებს ჩრდილივით დაჰყვება.

კამიუ: ნუ ივლი ჩემ უკან – მე შეიძლება, არ წაგიყვანო. ნუ ივლი ჩემ წინ, მე შეიძლება, არ გამოგყვე. იარე ჩემ გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.

აკაკი: სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა. სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.

მონტენი: ერთი რამ იცოდე, უნამუსოები არ იტანჯებიან საკუთარი საქციელის გამო.

ბრიუერი: სინამდვილეში მამაკაცებს ორი რამ გვჭირდება: ქალები და ქალებისგან დასვენება.

სოკრატე: ქალის სიყვარულს უფრო უნდა ერიდოთ, ვიდრე მამაკაცის სიძულვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი