მეძავების დღესასწაული
ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იმპერატორ ავგუსტუსმა დაიწყო ქმრების დადანაშაულება, რომლებიც მეუღლეების ღალატზე თვალს ხუჭავდნენ. ავგუსტუსმა ქმრებს უბრძანა, დაუყოვნებლივ გაყროდნენ დამნაშავეებს, თუკი ისინი მრუშობაში იქნებოდნენ მხილებულნი.
სასჯელისაგან მხოლოდ მეძავები და მათი კლიენტები თავისუფლდებოდნენ, და რა გგონიათ? რომაელ მატრონებს ეს სასტიკად არ მოეწონათ და მასობრივად მეძავთა რიგებში ჩარიცხვა დაიწყეს. მოგვიანებით, უკვე იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს, საშინელი სკანდალი მოხდა, როდესაც ძალიან მაღალი თანამდებობის პირის, ვესტილიუსის ცოლი მეძავად დარეგისტრირდა. მეძავებზე დაქორწინება იკრძალებოდა, მაგრამ ის ხომ უკვე გათხოვილი იყო! მისი პოზიცია, იურიდიულად უზადო იყო, თუმცა ამან სენატორები მაინც არ შეაჩერა და საბოლოოდ, ის გადაასახლეს. სხვათა შორის, მეძავებს საკუთარი პროფესიული დღესასწაულიც კი ჰქონდათ - ვინალია, რომელიც 23 აპრილს აღინიშნებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან