ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 21:00
ცოლ-ქმარი ადის ლიფტით მე-9 სართულზე. ამ დროს დაემგზავრათ კარგად გამოწკეპილი გოგონა, რომელიც მეხუთეზე მიდიოდა. ლიფტი დაიძრა. გოგონა დადგა ზურგით ცოლ-ქმრისგან. ამ დროს შუქი ჩაქრა და ისევ აინთო, თან ლიფტიც მეხუთეზე გაჩერდა და კარიც გაიღო. გოგო მობრუნდა და კაცს სილა გააწნა და ლიფტიდან გავიდა. დაიხურა კარი და ლიფტმა გააგრძელა გზა. სასოწარკვეთილმა კაცმა ცოლს უთხრა:
– საყვარელო, გეფიცები ყველაფერს, არაფერი დამიშავებია.
– ვიცი, – მიუგო ცოლმა. მე ვუჩქმიტე უკანალზე, გოგოს კი შენ ეგონე.
* * *
გურული ქალი მოდის ბაზრიდან – ჩანთები, პარკები, ხორცი, მწვანილი, ყველი, ცოცხალი, ქათმის ამოფშეკილი ფეხები... მოკლედ, რა აღარ მოაქვს. შეფანდალდა სადარბაზოში და შარვალჩახდილი მანიაკი გამოხტა წინ...
– ტიტუუუ, კვერცხის ყიდვა დამავიწყდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




