იუმორი

„ქურდი“ პრეზიდენტი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 29.01, 2023 წელი

ქურდი პრეზიდენტი
დაკოპირებულია

ეს 6 წლის ფინელი გოგონაა, რომელმაც საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის.

ფინეთში, არასწორი მისამართის მქონე წერილების გახსნის უფლება აქვს მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს. ასე რომ, წერილი მისამართით - „ბატონო ღმერთო”, წაიკითხა ურჰო კალევა კეკონენმა, ფინეთის პრეზიდენტმა (1958-1982 წლებში), რომელმაც გადაწყვიტა შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბრძანა, ჰელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და თან, „წერილი ღმერთისგან”. მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ჰელგასგან, სადაც ბავშვი წერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე ასევე, სთხოვდა ღმერთს, რომ არასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ, პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი