იუმორი

ხელით საგოგმანებელი

№7

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.02, 2021 წელი

მსახიობი გურამ
ფირცხალავა
დაკოპირებულია

გურამ ფირცხალავა იხსენებდა:

„რესტორან „დარიალში“ ვიჩხუბე და დამიჭირეს. არადა, რამდენიმე დღეში საკურსო მაქვს სათამაშო. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, ნამდვილი პიროვნება საშა მიქელაძე. მივიდა კალინინის რაიონის მილიციის უფროსთან, ჯიმი მიქელაძესთან და სთხოვა: მჭირდება ეს ბიჭი და სპექტაკლში მათამაშებინეთო. ჯიმიმ უპასუხა: ამ კაცმა მილიციელები გამილახაო, თუმცა მიქელაძემ მიქელაძეს მაინც დაუთმო.

მოკლედ, ჯიმი მიქელაძე საშა მიქელაძეს ჩამაბარებდა, ის წამიყვანდა, მათამაშებდა სპექტაკლში, შემდეგ უკან მომიყვანდა და ისევ ჯიმის ჩამაბარებდა. ასე გრძელდებოდა სამი დღე. მერე კი – გამიშვეს, გამათავისუფლეს. მე კი ვხუმრობდი: რა დღეში ხარ, ფირცხალავა, თავადებს ხელით დაჰყავხარ-მეთქი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი