იუმორი

ქალყვავილები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 13.09

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

- არიან ქალები - ყაყაჩოები - კაშკაშები და ლამაზები - მაგრამ, როგორც კი მოწყვეტ, მაშინვე ჭკნობას იწყებენ...

- არიან ქალები - უსუნო ვარდები - შეხედავ, მოგეწონება, მაგრამ არანაირი სურნელი არ მოაქვთ...

- არიან ქალები - მიხაკები - თავი რომ მუდამ პანაშვიდზე გგონია...

- არიან ქალები - გვირილები - მათთან ყოფნისას სულ უნდა იმკითხაო:

,,ვუყვარვარ არ ვუყვარვარ?“

- არიან ქალები - იები - მათკენ მუდმივად თითს იშვერენ: ,,აი ია”...

- არიან ქალები - იორდასალამები - ყველაზე გამძლენი და უპრეტენზიოები...

- არიან ქალები - კლდის ყვავილები - ნებისმიერ კლდეს გახეთქავენ და მაინც აყვავდებიან...

- არიან ქალები - მზესუმზირები - მუდამ რომ მზე დგას მათ თვალებში...

- არიან ქალები - კესანები - რა დროც არ უნდა გავიდეს, ვერასოდეს დაივიწყებ.

- არიან ქალები - ედელვაისები - იშვიათები და მითიურები - მათი პოვნა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც გულში სიყვარული აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა