იუმორი

გულანთებული ქართველი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.09

იუმორი
დაკოპირებულია

მსოფლიოში ცნობილი ტენორი მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი) XX საუკუნის დასაწყისში პარიზის „გრანდ ოპერის“ სოლისტი იყო. მუსიკალური განათლება მილანში მიიღო, იქიდან კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, „გრანდ ოპერაში“ გადიოდა კარმენი. დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის ელჩი საფრანგეთში. წარმოდგენის დაწყებამდე, მაყურებლის წინაშე წარდგა მთავარი როლის შემსრულებელი მიშელ დარიალი და ფრანგულ ენაზე წარმოთქვა სიტყვა: „მე ვარ პატარა ქვეყნის, საქართველოს შვილი. ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, არც კი იცის, თუ რაოდენ დიდი წარსულის და ღრმა კულტურის არის ჩემი სამშობლო, სადაც ახლა უმოწყალოდ ხოცავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. აქ ზის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს საზარი საქმე მოიმოქმედა და სანამ ეგ უღირსი გვამი აქ ბრძანდება, მე სპექტაკლს ვერ ვიმღერებ“.

მიშელ დარიალის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, მაყურებელმა სტვენა და ყვირილი დაიწყო. რუსეთის ელჩი იძულებული გახდა, თეატრი დაეტოვებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მიშელ დარიალი სცენაზე. ძალიან დიდხანს ფეხზე მდგომი ფრანგი მაყურებლები ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ მომღერალს.

მიხეილ ნანობაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საფრანგეთში. მისი გარდაცვალების თარიღიც უცნობია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...