იუმორი
გოლიადორი კარის დარაჯი
№16
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
ზოგიერთი ფეხბურთელი მეკარე თავის გუნდს ეხმარება არა მარტო კარის „მშრალად“ შენახვაში, არამედ გოლების გატანაში პენალტებისა და საჯარიმოების შესრულებით. ამ სტილით განსაკუთრებით გამოირჩევიან სამხრეთამერიკელი გოლკიპერები.
ყველაზე მეტად ამ კუთხით ფეხბურთის ისტორიაში თავი გამოიჩინა ბრაზილიელმა როჯერიო სენიმ, რომლის ანგარიშზე 131 გოლია. ცნობილია, აგრეთვე, პარაგვაელი ექსტრავაგანტური მეკარე ლუის ჩილავერტი, რომელსაც 62 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ამავე დროს რჩება ერთადერთ მეკარედ, რომელმაც შეძლო ერთ მატჩში ჰეტ-თრიკის შესრულება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





