იუმორი

განაბი გასახდელში

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.09

შოთა არველაძე
დაკოპირებულია

შოთა არველაძე ყვება: 

„90-იანი წლებია. თბილისის „დინამო“ საფრანგეთში ვართ. მწვრთნელია გივი ნოდია. იმ პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა ერთი თბილისელი კარგი ბიჭი, მეტსახელიც ჰქონდა, მაგრამ თემური ერქვა. „დინამოს“ არცერთ თამაშს არ აცდენდა. ერთხელაც, თამაშის წინ გასახდელში შემოდის. გივი ნოდია კი „უსტანოვკებს“ გვაძლევს. ასეთ დროს იქ გუნდის თანამშრომლებიც კი გადიან, რომ ხელი არ შეუშალონ თეორიის გარჩევაში. თემური კი ლაპარაკობს. მერე დაჯდა. წყალი გახსნა, დალია. გივი ნოდია გაჩერდა. მოკლედ, ხელს გვიშლის და ვერც ვერავინ ეუბნება, გადიო. ვიღაცამ მერაბ ჟორდანია მოიყვანა, რომ მას გაეყვანა. მერაბი შემოვიდა. მეტსახელით მიმართა და უთხრა, გამოდიო. რატომო, – ჰკითხა თემურმა. თამაშის წინა გარჩევააო. თემური კი ეუბნება: თუ გარჩევაა, აქ არ ვარ? ჩემზე უკეთ საქმეს ვინ გაარჩევსო... მოკლედ, მერაბს ხელკავით მოუწია თემურის გაყვანა გასახდელიდან“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა