იუმორი

ერთი მწერლის კავშირი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.10

იუმორი
დაკოპირებულია

ერთხელ ახალგაზრდა მწერლებმა ჰკითხეს:

- ბატონო გალაკტიონ, მართალია, მწერალთა კავშირის ფირნიშს რომ ათვალიერებდით, თითქოს გითქვამთ: საქართველოში ერთი მწერალია და რად უნდა ერთ მწერალს კავშირიო.

გალაკტიონმა ხმამაღლა გაიცინა.

ჩანდა, მოეწონა, რაც უთხრეს, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:

- ეგ ამბავი მოგონილია, უნდათ მტრები მომიმრავლონ... გვყავს რამდენიმე მწერალი.

ამბობდა, თან იცინოდა...

ახალგაზრდების შეკითხვამ ალბათ, თავისი სტრიქონი გაახსენა „ვწუხვარ, ერთადერთი ვარ!“...

და გაიფიქრა:

- არა, დიდებულად შეუთხზავთ - ერთი მწერლის კავშირი, მართლაც, სად გაგონილა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი