იუმორი

ანეკდოტები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი
დაკოპირებულია

მეგრელს უფროსი ეკითხება:

– რატომ არ იყავი სამსახურში?

– კბილი მტკიოდა ნამეტანი, წამალმაც არ მიშველა.

– ეგ მიზეზი არ არის. მე კბილი რომ მტკივა, ცოლს ჩავეხუტები და მირჩება.

- ბოდიში, ბატონო, მასე ახლოს არ ვარ თქვენს ცოლთან.

* * *

აფთიაქში:

– ციანიდი გაქვთ?

– რად გინდათ ციანიდი?

– ცოლი უნდა მოვწამლო.

– თქვენ ხომ არ გაგიჟდით? ახლავე პატრულს დავურეკავ.

– ერთი წუთით, – ეუბნება კაცი და სურათს დახლზე დებს, – ეს მგონი, თქვენი ქმარია, ჩემს ცოლთან ჩახუტებული, არა?

– უი... რეცეპტი თუ გქონდა, დროზე ვერ თქვი, შე კაცო?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი