იუმორი

ბრძნული აზრები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

მუსოლინი: თუ წინ წავალ – გამომყევით! თუ უკან დავიხევ, მომკალით! და თუ მოვკვდები, შური იძიეთ!

რუსო: კაცობრიობას შეადგენს ხალხი და რაც ხალხს ზემოთ დგას, იმდენად მცირეა, ლაპარაკიც არ ღირს.

ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.

სვიფტი: პოლიტიკაში მტრები მეგობრებზე საჭიროა.

რანევსკაია: მარტოობა – ეს არის, როდესაც სახლში არის ტელეფონი და რეკავს მხოლოდ მაღვიძარა.

სტენდალი: დიალოგის გაძღოლის უნარი – ეს არის ტალანტი.

მარტინ ლარნი: სიცილის მიზეზი ადამიანის განვითარების დონეს აჩვენებს.

ჰიუგო: იპოვო საყრდენი საკუთარ თავში, ნიშნავს იყო უძლეველი.

პაისი მთაწმინდელი: სიყვარული არის მზადყოფნა, შესვა სხვისი ნაღველის ფიალა.

გრიგოლ პალამა: აი, ნამდვილი სიკვდილი, როდესაც სული განეშორება ღვთაებრივ მადლს და შეეწყობა ცოდვას.

სერაფიმ საროველი: მდუმარებაში გადაიტანე, როცა მტერი შეურაცხგყოფს.

დეკარტი: ცნობისმოყვარე იშვიათ რამეს იმიტომ ეძებს, რომ გაოცდეს, ხოლო ცოდნის მოყვარე კი იმისთვის, რომ შეისწავლოს და აღარ გაოცდეს.

სენეკა: ჩვენ ვიტანჯებით უფრო წარმოდგენაში, ვიდრე რეალობაში.

ჩერჩილი: მხოლოდ უაღრესად სულმოკლე და უაღრესად ფუჭ ადამიანს შეუძლია, სიამოვნება ჰპოვოს შექებებში, რომლებიც კარგად იცის, რომ არ დაუმსახურებია.

ჰემინგუეი: შემწყნარებლობის დროს შენი მტერი საუკეთესო მასწავლებელია.

სოკრატე: მამაკაცის სიძულვილი გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ქალის სიყვარული – ეს საწამლავია, თან სასიამოვნო.

ფროიდი: ქალმა მამაკაცი კი არ უნდა დაასუსტოს, არამედ უნდა აამჩატოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი