იუმორი

ერთგული მეგობრები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.02, 2024 წელი

მამუკა ღლონტი
დაკოპირებულია

მამუკა ღლონტი იგონებს:

„გურული მეზობელი მყავს. ერთხელ სუფრაზე დაგვპატიჟეს. მითხრა, სამ ჭიქაში დამისხი და ასე დავლევო. მოკლედ ვუსხი სამ ჭიქაში და სანამდე ქაჩავდა, სვა. ბოლოს ვკითხე, – ასე რატომ სვამდ-მეთქი და მიპასუხა: სამი ძმაკაცი ვართ შეთანხმებული, უერთმანეთოდ თუ მოვხვდებით სუფრაზე, ასე დავლიოთ ერთმანეთის მაგივრადო. გავიდა ორი კვირა. დავპატიჟე ჩემთან. დავუდგი 3 ჭიქა და ვუსხამ. მეუბნება – ორი ჭიქა დატოვეო. ვიფიქრე, რამე ცუდი ხომ არ მოხდა, ორი ჭიქით რომ სვამს-მეთქი და ვკითხე: ორი რატომ-მეთქი. მან კი მიპასუხა: მე სმას თავი დავანებეო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა