იუმორი

გულისხმიერი სასიდედრო

№30

ავტორი: „თბილისელები“ 50 წუთის წინ

გოგი გეგეჭკორი
დაკოპირებულია

ლექციები გვიან უმთავრდებოდათ და გოგი გეგეჭკორი, რატომღაც, ყოველთვის ნათელა ურუშაძეს აცილებდა სახლამდე... მოგვიანებით, გოგონა შინაც ეპატიჟებოდა თავაზიან ყმაწვილს და ჭიქა ჩაიზე აგრძელებდნენ საუბარს ხელოვნებაზე, თეატრზე, სპექტაკლებზე... ნათელას დედას არ გამოჰპარვია ვაჟის ხშირი სტუმრობა და ერთხელაც, როცა მესამე ჭიქა ჩაი დალიეს, სტუმარი კი წასასვლელად ისევ ფეხს ითრევდა, სიცილით უკითხავს ქალიშვილისთვის: ვერ ხედავ, რომ ამ ჩვენს სტუმარს არ უნდა წასვლა, ხომ არ დაგვეტოვებინაო.

გოგის გაღიმებია და ნათელასთვის უთქვამს: ხომ ხედავ, დედაშენი ხვდება და შენ რით ვერ მიგახვედრე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია, მეგობრულს გასცდაო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი