ამხანაგური სასამართლო
ავტორი: „თბილისელები“ 39 წუთის წინ
გია ბურჯანაძე იხსენებს:
„ცხოვრებაში სპექტაკლის წინა დღესაც კი არ დამილევია და პახმელიაზე არ მითამაშია. მაშინ კი მე, ბერიკას და ალიოშას რაღაც აგვერია. ხაშურიდან თბილისამდე ჩამოსვლას ოთხი დღე მოვუნდით და მთვრალებმა ვითამაშეთ სპექტაკლი. არადა, გორბაჩოვის „სუხოი ზაკონი“ ერთი კვირის შემოსულია. გაგვიმართეს ამხანაგური სასამართლო. თეატრის დარბაზში მსახიობები სხედან. იქვე მთავრობის ხალხიცაა. ჩვენი გაშვება უნდათ. ამ დროს მედეა ჯაფარიძე გამოვიდა და ამბობს, ჩვენ, მსახიობებმა, რომ არ დავლიოთ, არ შეგვიძლიაო. გახსოვთ, მე რომ ორი ბოთლი დავლიეო... ორი არა სამიო, – რეპლიკებს იძლევიან დარბაზიდან. მედიკო რის დამლევი იყო. ერთი სიტყვით, არის სიცილი და ერთი ამბავი. მთავრობის წარმომადგენლებმა იფიქრეს, ესენი გიჟები არიანო და წავიდნენ. თეატრიდან არ გაგვაგდეს, მაგრამ ექვსი თვე უხელფასოდ ვთამაშობდით სპექტაკლებს...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





