იუმორი

ვლადიმირ ნაბოკოვის აზრები მისივე კოლეგების შესახებ

№30

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

„ბევრი აღიარებული ავტორი ჩემთვის, უბრალოდ, არ არსებობს. მათი სახელები დაფლულია ცარიელ სამარეში. მათი წიგნები ფუტუროა, ისინი სრული არარაობები არიან, ჩემს გემოვნებას თუ დავეყრდნობი. ბრეხტი, კამიუ, სხვებიც… აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენენ. და მე უნდა შევებრძოლო ჩემი ტვინის წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებას, როცა ვხედავ, რომ კრიტიკოსები და მათი კოლეგები ხელის ერთი მოსმით „დიდ ლიტერატურად“ გვასაღებენ ლედი ჩეტერლეის კოპულაციას და ბატონი პაუნდის პრეტენზიულ ნონსენსს, ამ სრულ სიყალბეს“.

ინტერვიუ „პარიზ რევიუსთან”,

1967 წელი.

„ის, რომ, მაგალითად, მანის „სიკვდილი ვენეციაში”, ან პასტერნაკის მედლოდრამატული და გულისგამაწვრილებელი ენით დაწერილი „ჟივაგო” ან ფოლკნერის ბანალური ქრონიკები შეიძლება „შედევრად”, ან სულაც, ჟურნალისტების ენაზე, „დიად წიგნად” მიიჩნეოდეს, ჩემთვის აბსურდული ბოდვაა, ისე, როგორც დაჰიპნოზებული ადამიანის სექსი სკამთან”.

ინტერვიუ ნაბოკოვთან, 1965 წელი.

„ვცდილობდი, გოგოლისგან არაფერი მესწავლა. ის, როგორც მასწავლებელი, საეჭვო და სახიფათოა. უარეს შემთხვევაში, ის, თავის უკრაინელ კოლეგებთან შედარებით, სრულიად უვარგისი მწერალია”.

ინტერვიუ „პარიზ რევიუსთან”,

1967 წელი.

„ჰემინგუეის რაც შეეხება, პირველად 40-იან წლებში წავიკითხე, რაღაცა ეწერა ზარებზე, ყვერებზე და ხარებზე. მერე შემზიზღდა.”

საუბარი ნაბოკოვსა და ალფრედ ეპელს შორის, 1967 წელი.

„არარუსი მკითხველი ვერ აღიქვამს ორ რამეს: იმას, რომ ყველა რუსს არ უყვარს დოსტოევსკი ამერიკელებივით, და ის, რომ მისი მოყვარული რუსები მას მისტიკად მიიჩნევენ და არა არტისტად. ის იყო მოციქული, სენსაციონისტი ჟურნალისტი და იმპროვიზატორი მასხარა.”

ინტერვიუ ჟურნალ „პლეიბოიში”, 1964 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი