იუმორი

ძუნწი მდიდარი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.07

იუმორი
დაკოპირებულია

ერთმა მდიდარმა კაცმა დაკარგა საფულე, რომელშიც 200 ოქრო იდო. დაიფიცა: ვინც საფულეს იპოვის, ზუსტად იმ თანხის ნახევარს მიიღებს, რაც მასშიაო. ერთმა მისმა მსახურმა იპოვა და მისცა. ხოლო მდიდარი ძალზე ძუნწი იყო, მაშინვე დაივიწყა თავისი პირობა და არ ისურვა თავისი მსახურისთვის 100 ოქროს მიცემა და თავიდან რომ მოეშორებინა, მსახურს უთხრა:

– გარდა ამ ოქროს მონეტებისა, საფულეში ძვირფასი ქვაც იდო, ის დამიბრუნე და მიიღებ შენ წილსო.

მსახური მოსამართლესთან წავიდა და ყველაფერი მოუყვა. მოსამართლემ ორივე სასამართლოში დაიბარა.

– შენ ამბობ, რომ შენს საფულეში 200 ოქროს მონეტა და ძვირფასი ქვა იდო, – უთხრა მოსამართლემ მდიდარს და საფულეში არ არის ქვა, ესე იგი, ეს არ არის შენი საფულე. მიეცი ის მსახურს, სანამდე პატრონი არ გამოუჩნდება. ხოლო შენ განაგრძე ყვირილი, რომ დაკარგე საფულე 200 ოქროთი და ძვირფასი ქვით. შესაძლოა, იპოვოო.

მაშინ კი მდიდარმა ხმის ამოუღებლად მისცა მსახურს 100 ოქროს მონეტა, ათი ოქრო კი ჯარიმის სახით გადაიხადა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული