იუმორი

დავალება მაესტროსგან

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 02.08

ლაურა რეხვიაშვილი
დაკოპირებულია

ლაურა რეხვიაშვილი იხსენებს: „თეატრალურის გამოცდაზე მიშა თუმანიშვილმა ასეთი დავალება მომცა: მყავს 8 თვის ჩვილი გოგონა. ჩემი მხატვარი ქმარი ომში წაიყვანეს. წასვლის წინ კი დამიბარა:

თუ გაგიჭირდეს, ყველა ნახატი გაყიდე ამ ერთის გარდაო და ერთი ნახატი ჩამომიკიდეს. თოჯინა შევახვიე და დავდე, ვითომ ჩვილია. სამზარეულოში კი 3 ცალი კარტოფილია და საფულეში კი ხურდა ფული. ჩამაცვეს ფანელის ხალათი და გაცვეთილი ფეხსაცმელები. დაიწყეო და დავიწყე: ბავშვი ხელში ავიყვანე და ველაპარაკები. მერე სამზარეულოში შევიხედე. მოკლედ, სხვა გზა არ არის, სურათების გაყიდვის დროა. ის ერთადერთი სურათი ჩამოვხსენი, რომელიც არ უნდა გავყიდო და უცებ, შევამჩნიე სამხედრო ზურგჩანთა (დავალებას მირთულებენ). მოვათვალიერე, სახლში ხომ არავინაა-მეთქი. ბავშვი ადგილზეა. მივედი, ზურგჩანთა ავწიე და წერილი დავინახე, სადაც ჩემი და ჩემი ქმრის ბანალური ისტორიაა მოთხრობილი, იმ ადგილის წაკითხვისას კი, სადაც ეწერა, რომ ის დაიჭრა, ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. ბავშვი ავიყვანე, წერილის შინაარსს ვუყვები და ვეუბნები: ახლა შენ გშია-მეთქი. შემდეგ დავჯექი, ხალათზე ღილის გახსნა დავიწყე, რომ ძუძუ ამოვიღო და ბავშვს ვაჭამო, რომ ბატონმა მიშამ დაიძახა, სტოპო. შემდეგ თითით თავისთან მიმიხმო, ხელზე მაკოცა და მითხრა: შენ ჯერ ჩემი სტუდენტი იქნები და შემდეგ კი – მსახიობიო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...