იუმორი
ჩაძინებული ბრალდებული
№30
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.07
სევდია უგრეხელიძე ჰყვება: „გურამ აბსანძის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ზოგჯერ გაწელილი იურიდიული მომენტები იყო და მის მონაწილეებს ეძინებოდათ. ერთხელ მოსამართლეს ჩაეძინა და გურამმა გააღვიძა. ერთხელაც გურამსაც ჩაეძინა და მოსამართლემ გააღვიძა:
– ბატონო გურამ, გაიღვიძეთ. თქვენ რატომღა გეძინებათო.
გურამმა კი უთხრა: გვირაბს ვთხრიო. იმ პერიოდში მართლა თხრიდნენ გვირაბს და გაქცევაც მოაწყვეს. სხვათა შორის, ამ საქმეზე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნაულის ქობულია დაიჭირეს: მეგრელი ხარ და გვირაბს რომ თხრიდნენ, თვალი დახუჭე ამ დანაშაულზეო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან