იუმორი

ბილ გეითსის საყვედური

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.04

გიორგი ბაჩიაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი ბაჩიაშვილი იხსენებს: 

„2013 წელია. ივანიშვილი პრემიერია და დაოსში ვართ. ყოველდღე უამრავი შეხვედრა გვქონდა და ისეთი დატვირთულები ვიყავით, რომ ჭამასაც ვერ ვახერხებდით. ერთ დღეს გვითხრეს, რომ „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტს სურს თქვენთან შეხვედრაო. ვიფიქრეთ, ალბათ, ბილ გეითსს საქართველოში ინვესტიციების ჩადება უნდაო. ვახშამზე არ დავრჩით, ქათმის ბარკლები მივირთვით და შეხვედრაზე წავედით. მოვიდა გეითსი. გაგვეცნო და გვითხრა: საქართველოში ჩემი ფირმის ბევრი პირატული ნაწარმია და ეს საქმე მოაწესრიგეთო. გამოგვემშვიდობა და წავიდა... ასე დაგვტოვა ხახამშრალი და უზარმაზარი ინვესტიციები ოცნებად დაგვრჩა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა