არასოდეს ეკამათო ვირს!
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.04

ერთხელ ვირმა ჰკითხა ვეფხვს:
- ბალახი ლურჯია?!
ვეფხვმა უპასუხა:
- არა, ბალახი მწვანეა!
ატყდა კამათი და ისინი წავიდნენ ლომთან, ტყის მეფესთან, უთანხმოების მოსაგვარებლად.
ვირმა შორიდანვე დაიწყო ყვირილი:
- თქვენო უდიდებულესობავ, ხომ მართალია, რომ ბალახი ლურჯია?
ლომმა უპასუხა:
– დიახ, მართალია, ბალახი ლურჯია.
გახარებულმა ვირმა განაგრძო:
– ვეფხვი არ მეთანხმება, მეჩხუბება და მაღიზიანებს. გთხოვთ დასაჯოთ.
ცხოველთა მეფემ ბრძანა:
– ვეფხვი 5-წლიანი დუმილით დაისჯება.
ვირი სიხარულით წამოხტა და განაგრძო კმაყოფილმა შეძახილები:
– ბალახი ლურჯია, ბალახი ლურჯია…
ვეფხვმა მიიღო მიკუთვნებული სასჯელი, მაგრამ მაინც ჰკითხა ლომს:
– თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ... ბალახი ხომ მწვანეა!
ლომმა უპასუხა:
– რასაკვირველია, ბალახი მწვანეა.
გაკვირვებულმა ვეფხვმა ჰკითხა:
– კი მაგრამ, მაშინ რატომ მსჯით?!
ლომმა უპასუხა:
– საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ბალახი ლურჯია, თუ მწვანე. სასჯელი, რომელიც მიიღეთ, არის იმისთვის, რომ ისეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი, როგორიც ვეფხვია, არ უნდა კარგავდეს დროს ვირთან კამათში. და კიდევ, ამ კამათის შემდეგ მოვიდეს ჩემთან მსგავსი კითხვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან