იუმორი

ანეკდოტები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.01, 2023 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

კაცმა „ნაშა მოხსნა“ ქუჩაში და შინ წაიყვანა... ზამთარია, თოვლია... გააჩერა მანქანა ერთ სკვერთან და ქალს უთხრა, გადადი და თოვლის ბაბუა გააკეთეო...

- მცივაო...

- ვაახ, ნუ ჯიუტობ, საქმეს ასე სჭირდება, გადადი და გააკეთე თოვლის ბაბუა, მე შენ გელაპარაკებიო...

გადავიდა ქალი, ააგორა ერთი გუნდა, მერე მეორე, დაადგა პირველს, მესამეც მიაყოლა, სტაფილო გაუკეთა, ვედრო დაახურა...

დილით იცვამს ქალი, წასასვლელად ემზადება და კაცს ეუბნება:

- გეხვეწები, ნუ დამტოვებ ინტერესში, მითხარი, გუშინ თოვლის ბაბუა რატომ გამაკეთებინეო?

- ჩემი სექსი მოგეწონა? - ჰკითხა კაცმა.

- ისე რა, საშუალოსტატისტიკური კაცი ხარო...

- ჰოდა, სხვა ვერაფრით დაგამახსოვრებდი თავს და ის თოვლის ბაბუა ცხოვრებაში არ დაგავიწყდებაო.

***

ხაშურელი დედამთილისა და რძლის დიალოგი:

- აჭამე საქონელსა?

- არა, ეგრე მითხრა, მურტალ პახმელიაზე ვაარო.

- ძროხებზე გითხარი, ქალო!

- ააა...

***

დღეს ბაზარში:

- ბებო, რა ძვირია შენი ყველი...

- ჩემი ყველი არ არის ძვირი, შვილო... მდიდარზე უნდა გათხოვილიყავი, მათხუარზე კი არა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი