ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვინაა თქვენი საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს მიხედვით

№39

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.10

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

მეგობარი უდიდეს გავლენას ახდენს ყველა ადამიანის ცხოვრებაზე. არის დასაყრდენი, გეხმარება რთულ სიტუაციაში, შენთან ერთად ერთობა და ტკბება სასიამოვნო წუთებით. საიდუმლოსაც საუკეთესო მეგობარს ანდობ. თუმცა, ხშირად მეგობრობაშიც ჩნდება ბზარი, არის გაუგებრობები და იმედგაცრუება. ასე რომ არ მოხდეს, დაბადების ზოდიაქოს მიხედვით შეგიძლიათ, ადვილად ამოიცნოთ, თქვენთვის საინტერესო, სასურველი და ნამდვილი მეგობარი.

ვერძი და სასწორი – ვერძი სპონტანურია. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ ცვლილებებს და სიახლეებს ეძებს. ზოგჯერ გაუწონასწორებელია, რაღაცებით აღფრთოვანება სჩვევია და გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ სულ ტყუილად აღფრთოვანდა. სასწორი მისგან განსხვავდება, დინჯი და დაბალანსებული ადამიანია, რის გამოც აქვს უნარი, რომ ცეცხლოვან ვერძს დაეხმაროს ცხოვრების დაბალანსებაში, ვერძი კი, თავის მხრივ, სასწორისთვის უფრო საინტერესო ცხოვრებას ქმნის. ამ ორი ადამიანის მეგობრობა, როგორც წესი, შესანიშნავია. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ძლიერ გუნდს ქმნიან.

კურო და მორიელი – კუროს უყვარს ცხოვრებით ტკბობა, მხიარულება და ისე ცხოვრება, როგორც თავად მოსწონს. ის ყველაფერს აკეთებს ბედნიერების მოსაპოვებლად. მორიელსაც სურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მაგრამ იმავდროულად ფიქრობს, რომ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ არ შეიძლება, ადამიანმა დრო გართობისთვის დახარჯოს. ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი, ერთმანეთს ავსებენ და შეუძლიათ იდეალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ტყუპები და მშვილდოსანი – ტყუპები გამუდმებით ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის და სურს, იცოდეს ყველაფერი, შეიცნოს სამყარო და რამდენიც არ უნდა ისწავლოს, მაინც ჰგონია, რომ ძალიან ცოტა რამ იცის. მშვილდოსანს უყვარს საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის ყოველდღიურობას მრავალფეროვანს გახდის, რომელმაც ბევრი რამ იცის. სწორედ ამიტომ, ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავად უგებს ერთმანეთს. ორივე პოზიტივითაა სავსე, უყვართ მხიარულება. შესანიშნავი გუნდია და ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

კირჩხიბი და თხის რქა – კირჩხიბს მუდამ მზრუნველობა სჭირდება, სურს, რომ ვიღაც გაუფრთხილდეს, გვერდით ძლიერი დასაყრდენი ჰყავდეს, რომელიც რთულ სიტუაციაში ანუგეშებს და პრობლემებიდან გამოსავალს მარტივად აპოვნინებს. სწორედ ასეთები არიან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. შეგიძლიათ, მათ თამამად დაეყრდნოთ და მშვიდად იყოთ. ის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გაპოვნინებთ გამოსავალს.

ლომი და მერწყული – ლომს სურს გვერდით საუკეთესო ადამიანი ჰყავდეს, ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით. მსგავსი სურვილი ამოძრავებს მერწყულსაც. ამ ორივე ზოდიაქოს ნიშანს, განსაკუთრებული ძალა აქვთ. ერთმანეთის მხარდამჭერები არიან და ერთად მათი დამარცხება შეუძლებელია. ლომი და მერწყული საუკეთესო გუნდია, რომელსაც ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა და ერთად ყველა მიზნის მიღწევა შეუძლიათ.

ქალწული და თევზები – ქალწული მყარად დგას მიწაზე და შესანიშნავად შეუძლია რეალობის აღქმა. ის არ ოცნებობს, ის მოქმედებს. თევზები კი მისგან განსხვავდება. ის აცდენილია რეალობას და ოცნებებში დაფრინავს. ქალწული და თევზები აბალანსებენ ერთმანეთს და იდეალურ მეგობრულ კავშირს ქმნიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა