ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვინ ნადირობს ჩვენს შინაგან ენერგიაზე და რა საშუალებები არსებობს ასეთი „კეთილის მსურველისგან“ თავის დასაღწევად

№4

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.02, 2023 წელი

ენერგო ვამპირი
დაკოპირებულია

უცხო კეთილის მსურველს სახლში ნუ შეუშვებ, - რატომ? - მან შეიძლება ენერგია და სიმდიდრე მოგპაროს. ალბათ, გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანის შინაგანი ენერგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა სიცოცხლისა. სწორედ ამ წყაროს ეწაფება „ის“ (კეთილის მსურველი) სხვა ადამიანი, რათა მისი რაღაც ნაწილი მაინც მიიტაცოს, შედეგად, შენ ყველაფერს კარგავ. ამიტომ, რომ არ დაზარალდეთ, უნდა შეგეძლოთ სხვისი ენერგიის მოსურნეთა ამოცნობა. სწორედ ამაში გაგარკვევთ ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ პ. და გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს იმათ გამოსათვლელად, ვინც ენერგიასა და სიმდიდრეს გპარავთ.

- სიცოცხლის ძირითადი წყარო ადამიანისთვის მისი შინაგანი ენერგიაა, რომელზედაც თავგამოდებით ნადირობენ თქვენი ენერგიის მოსურნენი, სწორედ „კეთილის მსურველის“ ნიღბით. სანამ ადამიანს არ სურს, საკუთარ თავსა და ცხოვრებას მიხედოს, მას შინაგანი ენერგია არ გამოუმუშავდება. მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა იცხოვროს? ამიტომაც დაძრწიან ასეთები მთელ პლანეტაზე შესაბამისი წყაროს მოსაძებნად. თუმცა, უმჯობესია, გაიგონ, რომ სხვისი ენერგიით შორს ვერ წავლენ და თუ მაინც მოახერხეს ეს, იქ არ მოხვდებიან, სადაც საჭიროა - ასე რომ, ტყუილად ნუ გაირჯებით, მოსაწყენი სამუშაოა, დაუფასებელი და უშედეგო. გასაგებია, არა? - მაგრამ ყველა ამ აზრამდე თავად უნდა მივიდეს და გააცნობიეროს.

- ვინ არის მათი წყარო?

- ნებისმიერი, ვისაც საკუთარი ენერგია აქვს და რომლის არსებობაც შედეგებით დასტურდება. ცხოვრებაში ამის გამოვლინებაა: წარმატება კარიერასა და ოჯახურ ურთიერთობებში, საყვარელი საქმის გამო ანთებული თვალები, ფინანსური კეთილდღეობა, ხალისი და ღიმილი და სხვა მსგავსი რამ. ყოველივე ეს იზიდავს სხვისი სიკეთის მსურველებს: მაგნიტივით ეკვრიან მას და იწოვენ, იპარავენ ენერგიას და მერე, როცა არც ისე მსუყე და ტკბილ ლუკმად მოეჩვენებათ მსხვერპლი, უჩინარდებიან.

- როგორ გამოვითვალოთ ისინი, ანუ რა ხერხები არსებობს მათ გამოსავლენად?

- იმის ამოსაცნობად, თუ ვინ არის ის, ვინც შეგნებულად ან თავადაც რომ არ სურს ისე, აუცილებლად მიიტაცებს და საკუთარ „თათებში მოიქცევს“ თქვენს ენერგიასა და იღბალს, გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს. უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ სხვისი სიკეთის მოსურნე ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და გენიალურია. თუმცა, იმავდროულად, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება მის ცხოვრებაში, ვინც მავნებლობისა და რაღაც პრინციპების გამო, მას ამის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს (მშობლები, პარტნიორები, სახელმწიფო, მეზობლები ან ვიღაც კიდევ, ძალიან „გავლენიანი“). მასთან საუბრებს ყოველთვის ესწრება მესამე პირი. უფრო სწორად, თქვენ არ შეგიძლიათ ცხოვრებასა და საქმეებზე ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაცია. თანაც, ამ დროს აუცილებლად განიხილება ვიღაცის დაუმსახურებელი მიღწევის, არაკეთილსინდისიერი შენაძენის, მოპარული კაპიტალის ზრდისა და განცხრომით ცხოვრებისა თუ სხვა მსგავსი ამბები. ასევე, დააკვირდით: სხვისი სიკეთის მოსურნე აკურატულია და საკმაოდ გაქნილიც, ის თავისი ენერგიის სპონსორს უფრთხილდება - პირისპირ არაფერს ეუბნება, მაგრამ ზურგს უკან ყოველნაირად ტალახში სვრის. ამიტომ, გაფრთხილდით და პირს ზედმეტად ნუ მოაღებთ. განწყობის მიხედვით შეგიძლიათ, განსაზღვროთ - თქვენთან კომუნიკაციის შემდეგ ძალის გამოვლენისას ისინი გარბიან, თქვენი გუნება-განწყობა კი უარესდება. სასწაულებსა და პოზიტივზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გაითვალისწინეთ, რომ სხვისი სიკეთის მოსურნეებს თითქმის არასდროს უხარიათ და იღიმიან. „რა არის სასაცილო და გასახარელი? ნუთუ ვერ ხედავთ, რა ხდება გარშემო? კარგი ცხოვრება და წარმატებები ჩვენთვის არ არის“, - ეს მათი საყვარელი ფრაზებია. ამით, ადგილიდან ფერხმოუცვლელად, ამართლებენ თავიანთ უსუსურობას. სხვისი სიკეთის მოსურნეები ბოროტი, შურიანი ადამიანები არიან. თუ სადმე რაიმეს მიტაცების ან განადგურების საშუალება მიეცათ, ხელიდან არ გაუშვებენ და მიზეზად „სამართლიანობის ბალანსის“ აღდგენას ასახელებენ, რადგან, მიაჩნიათ, რომ ცხოვრება მათ მიმართ უსამართლოა. უბრალოდ, სხვებს გაუმართლათ, მათ კი - არა. და თუკი „სამართლიანობის” აღდგენის საშუალება მიეცათ - რატომ უნდა თქვან უარი?! სხვისი სიკეთის მოსურნეს დაბალი ვიბრაცია აქვს. მის გვერდით იქმნება ველი, რომელიც მხოლოდ ნეგატივს იწებებს, უიღბლო ისტორიებს, ნგრევასა და ნაღველს. რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ ასეთ ადამიანთან, მით უფრო სწრაფად დაკარგავთ საკუთარ ენერგიას და მასთან ერთად, სიკეთესა და სიმდიდრეს. სიკეთე და სიმდიდრე მატერიალურის გარდა, სხვადასხვანაირია: სულის სიმდიდრე, გულმოწყალება და გულუხვობა, წონასწორობა და ჰარმონია, სიცოცხლის სიყვარული, ძლიერი ოჯახი და სხვა.

- რა მოხდება, თუ დროულად ვერ ამოვიცნობთ „კეთილის მოსურნეს“?

- სხვისი სიკეთის მოსურნეთ, თუ დროულად არ მოიშორებთ და მათთან კომუნიკაციას არ გაწყვეტთ, ყველაფერს ისე წაგართმევენ, არც კი ინანებენ თავის საქციელს. ბოლოს, უბრალოდ, გაიღიმებენ და ენერგიის შესავსებად ახალი წყაროების საძებრად გაემართებიან. როგორმე ხომ უნდა გააგრძელონ ცხოვრება. აქვე, ცალკე მინდა, მეგობრებიც ვახსენო, რომელთაც სასიყვარულო სამკუთხედების ორგანიზება და სხვისი ოჯახის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას - კაცი თუ ქალი. მთავარია, სხვისთვის სიკეთის „სასურვებლად“ მიდიან. ჭკვიანი და ბრძენი ადამიანი არასოდეს შეუშვებს საკუთარ სახლში ასეთ კეთილის მსურველს, რაც არ უნდა სიყვარულის ოდები უძღვნას და ამაღლებულ გრძნობებზე უმღეროს. ჭკვიანმა მშვენივრად იცის, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაქრება, სრულიად დაცარიელდება და სიმდიდრეც მხოლოდ ნანგრევებად იქცევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი