ჰოროსკოპი და შეუცნობელი

წარსულში გადაუხდელი ვალების გამო, როგორ ექცევა მშობლებს ცუდი შვილი და რის საშუალებით შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას

№45

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.11, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

გადაუხდელი ვალები წარსული ცხოვრებიდან - ყველა, ვინც კი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში: დედ-მამა, და-ძმა თუ ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი, ჩვენივე წარსულიდან, სწორედ „გადაუხდელი ვალების დასაბრუნებლად“ შემოდის ახლანდელ რეალობაში. რა მოტივაციით იბადება ხელახლა ადამიანი და რის ფასად იკმაყოფილებს ის ამ სურვილს, ყველაფერს შეიტყობთ ჩვენი ეზოტერიკოსი სტუმრის, ბატონი ომარ ფ-სგან.

- დავიწყებ გაფრთხილებით, ვისგანაც წარსულ ცხოვრებაში სესხი აიღეთ, ამ ცხოვრებაში თქვენი ნათესავები ხდებიან და საკუთარი დოვლათის ნაწილს გართმევენ. მათ შორის შეიძლება ისეთიც იყოს, ვისაც ქონება უკანონოდ ჩამოართვით. ყველა ახლო ნათესავი - მშობლები, და-ძმა, მეუღლე და მსახურებიც კი, - ჩვენივე წარსულიდან შემოდიან აწმყოში და სწორედ ზემოთ ნახსენები გადაუხდელი ვალების „დასაბრუნებლად“ ერთვებიან ჩვენს ახლანდელ ყოფაში... თითოეული მათგანი იმ მოტივის შესაბამისად იბადება, სიკვდილის ჟამს რომ დომინირებდა მასში. ახლანდელი დაბადების პერიოდში ის ამ მოტივაციას იკმაყოფილებს, თუმცა საშინელი ტკივილის ფასად, რის შემდეგაც სხვა სამყაროში გადადის...

- ვინ რა სტატუსით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში?

- ვინც წარსულ ცხოვრებაში ქონება მოტყუებით დაკარგა, ხელახალი დაბადებისას მშვენიერი და კეთილგანწყობილი ვაჟია. თუმცა შემდეგ, მიაყენებს რა გაუსაძლის ტკივილს მშობლებს, მიწიერ განზომილებას ტოვებს... ხოლო, ვისაც წინა ცხოვრებაში თავად ჰქონდა ვალი და მის გადაუხდელად გარდაიცვალა, აწმყოში მამა, ძმა, ცოლი (მეგობარი და ასე შემდეგ) ხდება კრედიტორის ოჯახში. საშინლად იქცევა. ცუდ დამოკიდებულებაშია ოჯახის წევრებთან, უხეშად მიმართავს მათ და არაფრის მაქნისი, სხვის ხარჯზე ტკბება ცხოვრებით. ასეთი ადამიანი ოჯახის კეთილდღეობას ქარს გაატანს... რაც შეეხება ბავშვებს, წარსულში გადაუხდელი ვალების მიხედვით სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ცუდი შვილი - ოჯახში მტერივით იქცევა, სძულს მშობლები, დასცინის და აკრიტიკებს მათ. დაქორწინების შემდეგ კი, ის კვლავ აგრძელებს მშობლების მოტყუებას... კარგი შვილი: ყოველთვის ემორჩილება მშობლებს და როცა გაიზრდება, არც მაშინ ავიწყდება მათზე ზრუნვა: მოვლასა და სითბოს არ აკლებს და ყველანაირად ცდილობს, გაახაროს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი, ყველა საჭირო რიტუალს ზედმიწევნით ასრულებს, რათა ბედნიერება იმქვეყნადაც არ მოაკლოს. საშუალო შვილი: ის არც ბედნიერი და არც უბედურია მშობლებთან ცხოვრების გამო - არც მათზე ზრუნვით იკლავს თავს და არც მათგან ითხოვს რამეს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება სხვა ურთიერთობებსა და კავშირებზეც გავრცელდეს ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც კი აწმყოში ხდება, წინა ცხოვრებაში ჩადენილი ქმედებების შედეგია. აქედან მორალი ასეთია: ნუ შეგშურდებათ სხვისი სიმდიდრის. ნებისმიერი კარმა ბუმერანგივით უკან ბრუნდება.

- როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ამოცანები მიმდინარე ინკარნაციაში?

- ამაში გასარკვევად, ნუმეროლოგიურ ანალიზს მოვიშველიებ. ნუმეროლოგია გვიჩვენებს: რა მოხდა ადამიანის წარსულში, ვინ არის და რა თვისებები აქვს, რატომ და რა ინსტრუმენტებით ისარგებლა ამ ინკარნაციის დროს. ნუმეროლოგი ასევე, თქვენს პირად რუკაზე განსაზღვრავს კომფორტისა და დისკომფორტის ზონებს, წარსული ინკარნაციების შეცდომებს, რის ანალიზიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ჩადენილი შეცდომების განმეორება. ყველა ადამიანს აქვს სული... არსებობს უძველესი სული, რომელსაც ინკარნაციის უდიდესი გამოცდილება აქვს - ხშირად, მძიმე კარმული მემკვიდრეობით... და არის ახალგაზრდა სული, რომელთაგანაც ბევრი აქ და დედამიწაზე 2000-იან წლებში განსხეულდა. ხშირად გამოცდილი სული ვერ ხვდება ან ვერ ახერხებს, დაეწიოს იმ ცვლილებებს, რომელსაც ახალგაზრდა სული განიცდის. რეალურ ცხოვრებაში ეს ჩვენს შვილებთან ურთიერთობაზე აისახება - ზოგჯერ, უბრალოდ არ გვესმის, რა ამოძრავებთ მათ და შესაბამისად, არც მათი არჩევანის მიღება შეგვიძლია. მათ კი საკუთარი გზა აქვთ და ახლა იძენენ უნიკალურ გამოცდილებას.

- უპირველესად, რა უნდა გავაკეთოთ?

- შეიცნოთ საკუთარი თავი - გაარკვიეთ, რატომ, რა მიზნითა და დანიშნულებით მოევლინა თქვენი სული ამ სამყაროს. აი, მაშინ შეძლებთ, გაუგოთ თქვენს შვილებს, ქმრებს, მშობლებს. დიახ, არსებობს პარტნიორების თავსებადობის გაანგარიშების მეთოდები ნუმეროლოგიის საშუალებით. მაგრამ ჯერ საკუთარი ამოცანების არსს უნდა ჩასწვდეთ და დიდი ალბათობით, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, რატომ მიიზიდა კონკრეტული პარტნიორი თქვენმა ცხოვრებამ. სიცოცხლეში ადამიანი სამ ძირითად ენერგიას იცვლის და ყველას თავისი პერიოდი აქვს. ამ ენერგიათა ცვლას რეალურ ცხოვრებაში კარგად დაინახავთ, თუ 15 წლის უნახავ მეგობარ გოგონას შეხვდებით, თქვენ კი მას ვეღარ იცნობთ - სულ სხვანაირი გახდა. თუ იცით, რა ამოცანები გაქვთ შესასრულებელი ამ ინკარნაციისთვის, რა ენერგიას ფლობთ და რომელ პერიოდს გადიხართ ახლა, ამ პროცესის მართვას შეძლებთ. ჩასწვდებით თქვენი ცხოვრების კანონზომიერებას, რაც შეხვედრებს, განქორწინებებს, ბავშვის დაბადება-არდაბადებას, მოგებასა და ზარალს შეეხება. აქედან გამომდინარე, ან ერთ ადგილას ვდგავართ და გადავდივართ მინუსებში, ან საკუთარი ენერგიის შესაბამისად, მივდივართ წინ. კარმული ნუმეროლოგიური გაანგარიშება არის გზა, იპოვოთ პასუხი თქვენს კითხვებზე, შეიცნოთ საკუთარი თავი და განსახორციელებელი ამოცანები ამ სამყაროში. სწორედ ამის საშუალებით შეძლებთ, დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების მართვა, საჭირო ადამიანების შემოკრება, განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველაფერი საკმარისად გექნებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული